შექმნილი ზუსტად თქვენს საჭიროებებზე
არ იცით, რომელი პლატფორმა აირჩიოთ? ჩვენ დაგეხმარებით გადაწყვეტილების მიღებაში. ეს არის ძირითადი ალტერნატივები, რომლებზეც ვმუშაობთ:
WordPress / WooCommerce
კარგი არჩევანი, თუ WordPress-ზე უკვე მუშაობთ ან გსურთ, მაღაზიის დიზაინი და თითოეული დეტალი სრულად თქვენს კონტროლქვეშ იყოს.
გამოსადექი იქნება ბიზნესებისთის, რომლებსაც სურთ:
სრული კონტროლი დიზაინზე
უკვე არსებული WordPress საიტი
დაბალი საექსპლუატაციო ხარჯები
მრავალფეროვანი პლაგინების შესაძლებლობები
Shopify
რეკომენდებული
ონლაინ გაყიდვების დაწყების ყველაზე მარტივი და ეფექტური გზა. ეს არის პლატფორმა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვურჩევთ კლიენტებს, რადგან მისი პირდაპირ დაკავშირება შეგვიძლია თქვენს საბუღალტრო სისტემასთან.
FinSync აკავშირებს Shopify-ს ბუღალტერიასთან და ამარტივებს:
პროდუქტების და ფასების სინქრონიზაციას
შეკვეთების აღრიცხვას
მარაგების ავტომატურ განახლებას
საწყობების მართვას
Custom-built
სპეციალურად თქვენი ბიზნესის ირგვლივ აწყობილი მაღაზია, როდესაც გჭირდებათ ისეთი ფუნქციონალი, რასაც უკვე არსებული პლატფორმები ვერ გთავაზობენ.
გამოსადექი იქნება ბიზნესებისთის, რომლებსაც სჭირდებათ:
ექსკლუზიური ფუნქციები, რომლებიც სტანდარტულ პლატფორმებს არ აქვს
პროდუქტის რთული კონფიგურაციები
შიდა და საკუთარ სისტემებთან ღრმა ინტეგრაცია
კოდის სრული მფლობელობა
ჩვენი პროექტები
ონლაინ მაღაზიები, რომლებიც ჩვენ შევქმენით
სხვადასხვა ინდუსტრია, სხვადასხვა პლატფორმა, ერთი მიდგომა: მაღაზია, რომელიც რეალურ ფინანსურ მონაცემებს უკავშირდება.

KARBA FACTORY
Furniture and lighting in wood and metal, plus custom project enquiries.
იხილეთ ვებსაიტი

ECO GENERATION
Biodegradable tableware, with a separate B2B section for wholesale buyers.
იხილეთ ვებსაიტი



SILKPRINT
Printing equipment and textile printing services, with catalogue and online ordering.
იხილეთ ვებსაიტი
რას გთავაზობთ
თქვენი საკუთარი ონლაინ მაღაზია
ჩვენ ვქმნით პროფესიონალურ ონლაინ მაღაზიას, სადაც მომხმარებლები დაათვალიერებენ და შეიძენენ თქვენს პროდუქტებს.
მარტივი გამოყენება ნებისმიერ მოწყობილობაზე
თქვენი მაღაზია იდეალურად გამოიყურება და უნაკლოდ მუშაობს ტელეფონზე, ტაბლეტსა და კომპიუტერზე.
სრული ავტომატიზაცია
გადახდები, მარაგი, მიწოდება და ბუღალტერია ავტომატურად უკავშირდება ერთმანეთს, რაც მაქსიმალურად ამცირებს ხელით შესასრულებელ სამუშაოს.
ბიზნესის სრული კონტროლი
ადევნეთ თვალი გაყიდვებს, შემოსავლებსა და ნაშთებს მარტივი, რეალურ დროში განახლებადი გრაფიკების მეშვეობით.
ვისთვის არის
01
საცალო ვაჭრობა და სამომხმარებლო ბრენდები
ყოველი გაყიდვა, ყველა არხიდან, ერთ საიმედო სივრცეში.
02
ბიზნესები, რომლებიც პირველად გადადიან ონლაინ სივრცეში
პირადი შეტყობინებებიდან და Excel-ის ცხრილებიდან სრულფასოვან ონლაინ მაღაზიამდე, ოპერაციული შეფერხებების გარეშე.
03
კომპანიები, რომლებიც გასცდნენ არსებული სისტემის შესაძლებლობებს
მეტი შეკვეთის მიღება და დამუშავება ხელით შრომის გაზრდის გარეშე.
04
ბიზნესები, რომლებსაც სურთ მკაფიო ანალიტიკა
ერთი აქტუალური და ზუსტი ხედვა ოთხი სხვადასხვა აპლიკაციისა და ცხრილის ნაცვლად.
რატომ FINA
14
ქვეყანა
20
წლიანი გამოცდილება ოპერაციული მონაცემების დამუშავებაში
უკვე თითქმის ოცი წელია, ჩვენი გუნდი ქმნის მონაცემთა და ანგარიშგების სისტემებს, რომლებსაც 14 ქვეყნის ბანკები და მარეგულირებლები ეყრდნობიან საკუთარი ოპერაციების რეალურ დროში მონიტორინგისთვის. ონლაინ მაღაზიას ზუსტად იგივე საჭიროებები აქვს უბრალოდ, შედარებით მცირე მასშტაბით. სწორედ ამიტომ, მაღაზიების შექმნისას თავიდანვე ვითვალისწინებთ იმ მთავარ კითხვას, რომელსაც სხვები მხოლოდ მოგვიანებით სვამენ: „რა მოგებას გამოიმუშავებს რეალურად ეს ბიზნესი?“ რომელი პლატფორმაც არ უნდა აირჩიოთ, თქვენ გვერდითაა ტექნოლოგიური პარტნიორი, რომელსაც სიღრმისეულად ესმის როგორც მაღაზიის ვიტრინა, ისე ყველაფერი, რაც მის მიღმა დგას.
როგორ ვმუშაობთ
01
აღმოჩენა და დაგეგმვა
ვადგენთ თქვენი პროდუქტების, გაყიდვების არხებისა და პროცესების სრულ რუკას კოდის წერის დაწყებამდე.
02
დიზაინი და დეველოპმენტი
ვქმნით მაღაზიას და მომხმარებლის გამოცდილებას (UX) თქვენი ბიზნესმიზნების ირგვლივ.
03
ინტეგრაცია და კონფიგურაცია
ვაერთებთ გადახდის სისტემებს, მესამე მხარის სერვისებსა და თქვენს შიდა ინსტრუმენტებს.
04
ტესტირება და გაშვება
ვამოწმებთ სისტემის სწრაფქმედებას, უსაფრთხოებასა და მოხმარების სიმარტივეს, რის შემდეგაც ვუშვებთ საიტს მოულოდნელი ხარვეზების გარეშე.
გადაცემა და მხარდაჭერა
ვამზადებთ თქვენს გუნდს, რათა შეძლოთ მაღაზიის დამოუკიდებლად და თავდაჯერებულად მართვა.
მზად ხართ დასაწყებად?
გამოგვიგზავნეთ თქვენი პროდუქციის სია. ჩვენ გაჩვენებთ, როგორ გამოიყურება თქვენი მაღაზია და თქვენი ციფრები გვერდიგვერდ, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ.
დაგვიკავშირდით
