41JjZd1Drv15tWmYx2Lqyi9uCM

e-Commerce დეველოპმენტი

ონლაინ მაღაზია, შექმნილი თქვენი ბიზნესის ეფექტური მართვისთვის

ჩვენ ვქმნით უსაფრთხო და მასშტაბირებად ონლაინ მაღაზიებს იმ პლატფორმაზე, რომელიც საუკეთესოდ ერგება თქვენს ბიზნესს. ამის შემდეგ პირდაპირ ვაკავშირებთ მას თქვენს საბუღალტრო სისტემასთან მონაცემთა სრული სინქრონიზაციისთვის.

Revenue today

₾ 4,280

+18%

შექმნილი ზუსტად თქვენს საჭიროებებზე

ჩვენ ვქმნით თქვენს მაღაზიას სწორ პლატფორმაზე, სპეციალურად თქვენთვის.

არ იცით, რომელი პლატფორმა აირჩიოთ? ჩვენ დაგეხმარებით გადაწყვეტილების მიღებაში. ეს არის ძირითადი ალტერნატივები, რომლებზეც ვმუშაობთ:

WordPress / WooCommerce

კარგი არჩევანი, თუ WordPress-ზე უკვე მუშაობთ ან გსურთ, მაღაზიის დიზაინი და თითოეული დეტალი სრულად თქვენს კონტროლქვეშ იყოს.

გამოსადექი იქნება ბიზნესებისთის, რომლებსაც სურთ:

სრული კონტროლი დიზაინზე

უკვე არსებული WordPress საიტი

დაბალი საექსპლუატაციო ხარჯები

მრავალფეროვანი პლაგინების შესაძლებლობები

Shopify

რეკომენდებული

ონლაინ გაყიდვების დაწყების ყველაზე მარტივი და ეფექტური გზა. ეს არის პლატფორმა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვურჩევთ კლიენტებს, რადგან მისი პირდაპირ დაკავშირება შეგვიძლია თქვენს საბუღალტრო სისტემასთან.

FinSync აკავშირებს Shopify-ს ბუღალტერიასთან და ამარტივებს:

პროდუქტების და ფასების სინქრონიზაციას

შეკვეთების აღრიცხვას

მარაგების ავტომატურ განახლებას

საწყობების მართვას

Custom-built

სპეციალურად თქვენი ბიზნესის ირგვლივ აწყობილი მაღაზია, როდესაც გჭირდებათ ისეთი ფუნქციონალი, რასაც უკვე არსებული პლატფორმები ვერ გთავაზობენ.

გამოსადექი იქნება ბიზნესებისთის, რომლებსაც სჭირდებათ:

ექსკლუზიური ფუნქციები, რომლებიც სტანდარტულ პლატფორმებს არ აქვს

პროდუქტის რთული კონფიგურაციები

შიდა და საკუთარ სისტემებთან ღრმა ინტეგრაცია

კოდის სრული მფლობელობა

რას გთავაზობთ

ყველაფერი, რაც თქვენს ონლაინ მაღაზიას სჭირდება, ერთ სივრცეში

თქვენი საკუთარი ონლაინ მაღაზია

ჩვენ ვქმნით პროფესიონალურ ონლაინ მაღაზიას, სადაც მომხმარებლები დაათვალიერებენ და შეიძენენ თქვენს პროდუქტებს.

მარტივი გამოყენება ნებისმიერ მოწყობილობაზე

თქვენი მაღაზია იდეალურად გამოიყურება და უნაკლოდ მუშაობს ტელეფონზე, ტაბლეტსა და კომპიუტერზე.

სრული ავტომატიზაცია

გადახდები, მარაგი, მიწოდება და ბუღალტერია ავტომატურად უკავშირდება ერთმანეთს, რაც მაქსიმალურად ამცირებს ხელით შესასრულებელ სამუშაოს.

ბიზნესის სრული კონტროლი

ადევნეთ თვალი გაყიდვებს, შემოსავლებსა და ნაშთებს მარტივი, რეალურ დროში განახლებადი გრაფიკების მეშვეობით.

ნახეთ, როგორ მუშაობს

ერთი მაღაზია. ორი მხარე, სრული სინქრონიზაცია

კომპანიების უმეტესობა მხოლოდ საიტის ვიზუალურ მხარეს (Front-end) ქმნის, ჩვენ კი სრულყოფილ ტექნიკურ ეკოსისტემას ვუზრუნველყოფთ.
თქვენს ონლაინ მაღაზიას, მიუხედავად იმისა, თუ რომელ პლატფორმაზეა აწყობილი, პირდაპირ ვაკავშირებთ რეალურ ფინანსურ მონაცემებთან. სწორედ ასეთი სრული ავტომატიზაციის გამო ვართ ბიზნესების საიმედო პარტნიორი.

რას ხედავს თქვენი მომხმარებელი
შალის პალტო, ნახშირისფერი
₾285მარაგშია 18 ცალი
რას ხედავთ თქვენ
ადმინი
↻ სინქრონიზებულია ბუღალტერიასთან
დღევანდელი შემოსავალი0
დღევანდელი მოგება0
თქვენი გაყიდვები ავტომატურად განახლდება.

ვისთვის არის

შექმნილია ბიზნესებისთვის, რომლებიც ყიდიან

01

საცალო ვაჭრობა და სამომხმარებლო ბრენდები

ყოველი გაყიდვა, ყველა არხიდან, ერთ საიმედო სივრცეში.

02

ბიზნესები, რომლებიც პირველად გადადიან ონლაინ სივრცეში

პირადი შეტყობინებებიდან და Excel-ის ცხრილებიდან სრულფასოვან ონლაინ მაღაზიამდე, ოპერაციული შეფერხებების გარეშე.

03

კომპანიები, რომლებიც გასცდნენ არსებული სისტემის შესაძლებლობებს

მეტი შეკვეთის მიღება და დამუშავება ხელით შრომის გაზრდის გარეშე.

04

ბიზნესები, რომლებსაც სურთ მკაფიო ანალიტიკა

ერთი აქტუალური და ზუსტი ხედვა ოთხი სხვადასხვა აპლიკაციისა და ცხრილის ნაცვლად.

რატომ FINA

ჩვენ ვქმნით სისტემის ორივე მხარეს, რადგან ვიცით, როგორ მუშაობს ეს დიდ მასშტაბებზე.

14

ქვეყანა

20

წლიანი გამოცდილება ოპერაციული მონაცემების დამუშავებაში

00

placeholder – to be added

უკვე თითქმის ოცი წელია, ჩვენი გუნდი ქმნის მონაცემთა და ანგარიშგების სისტემებს, რომლებსაც 14 ქვეყნის ბანკები და მარეგულირებლები ეყრდნობიან საკუთარი ოპერაციების რეალურ დროში მონიტორინგისთვის. ონლაინ მაღაზიას ზუსტად იგივე საჭიროებები აქვს უბრალოდ, შედარებით მცირე მასშტაბით. სწორედ ამიტომ, მაღაზიების შექმნისას თავიდანვე ვითვალისწინებთ იმ მთავარ კითხვას, რომელსაც სხვები მხოლოდ მოგვიანებით სვამენ: „რა მოგებას გამოიმუშავებს რეალურად ეს ბიზნესი?“ რომელი პლატფორმაც არ უნდა აირჩიოთ, თქვენ გვერდითაა ტექნოლოგიური პარტნიორი, რომელსაც სიღრმისეულად ესმის როგორც მაღაზიის ვიტრინა, ისე ყველაფერი, რაც მის მიღმა დგას.

როგორ ვმუშაობთ

პროდუქტების სიიდან - გამართულ, მომგებიან ონლაინ მაღაზიამდე

01

აღმოჩენა და დაგეგმვა

ვადგენთ თქვენი პროდუქტების, გაყიდვების არხებისა და პროცესების სრულ რუკას კოდის წერის დაწყებამდე.

02

დიზაინი და დეველოპმენტი

ვქმნით მაღაზიას და მომხმარებლის გამოცდილებას (UX) თქვენი ბიზნესმიზნების ირგვლივ.

03

ინტეგრაცია და კონფიგურაცია

ვაერთებთ გადახდის სისტემებს, მესამე მხარის სერვისებსა და თქვენს შიდა ინსტრუმენტებს.

04

ტესტირება და გაშვება

ვამოწმებთ სისტემის სწრაფქმედებას, უსაფრთხოებასა და მოხმარების სიმარტივეს, რის შემდეგაც ვუშვებთ საიტს მოულოდნელი ხარვეზების გარეშე.

გადაცემა და მხარდაჭერა

ვამზადებთ თქვენს გუნდს, რათა შეძლოთ მაღაზიის დამოუკიდებლად და თავდაჯერებულად მართვა.

მზად ხართ დასაწყებად?

დაიწყეთ ონლაინ გაყიდვები რეალური ინფრასტრუქტურის მხარდაჭერით.

გამოგვიგზავნეთ თქვენი პროდუქციის სია. ჩვენ გაჩვენებთ, როგორ გამოიყურება თქვენი მაღაზია და თქვენი ციფრები გვერდიგვერდ, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ.

დაგვიკავშირდით

პროდუქტები

სერვისები

ღონისძიებები

Georgian